ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების დაფინანსების მიზნით, მე-2 აკადემიური სემესტრისთვის საბუთების მიღება განახლდა.

ნანახია: 81
სრული ინფორმაცია

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების დაფინანსების მიზნით, მე-2 აკადემიური სემესტრისთვის საბუთების მიღება განაახლა.

ამ ეტაპზე, ყოველთვიური ფულადი წახალისების მისაღებად საჭიროა აქტიური სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა სწავლებლიდან.

გთხოვთ, ცნობა წარადგინოთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილებაში. ფულადი დახმარების პროგრამაში, კატეგორიების მიხედვით, სტუდენტი ჩაერთვება დოკუმენტაციის წარდგენის შემდგომ.

აღსანიშნავია, რომ ცნობა წარმოდგენილი უნდა იყოს ორიგინალი სახით, ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ მიიღება.

მუნიციპალიტეტი სტუდენტურ სტიპენდიას გასცემს შემდეგ კატეგორიებზე:
1. ობოლი სტუდენტები და სტუდენტები მარჩენალდაკარგული ოჯახებიდან, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
2. სტუდენტები იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
3. სტუდენტები სოციალურად დაუცველი (0-დან 100 000 ქულამდე) ოჯახებიდან, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
4. სტუდენტები მრავალშვილიანი ოჯახებიდან (სამი და მეტი შვილი), რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
5. სტუდენტები ოჯახებიდან, რომელშიც ორი ან მეტი სტუდენტია და სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
6. შშმ. სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
შენიშვნა:
1. სტუდენტები ყოველთვიური სტიპენდიით ვერ დაფინანსდებიან ორჯერ სხვადასხვა დროს, ერთი და იმავე სემესტრის აქტიური სტატუსით.
2. უმაღლეს სასწავლებელში სწავლის განმავლობაში თუ სტუდენტი მობილობით გადავიდა სხვა სასწავლებელში, ან სხვა ფაკულტეტზე, ან სტუდენტის სტატუსი ჰქონდა შეჩერებული, უმაღლესი სასწავლებლიდან წარმოდგენილ ცნობაში ეს გარემოება უნდა იყოს მითითებული.

გაითვალისწინეთ: ფულადი სტიპენდიის გაცემა მოხდება შესაბამისი საბუთის წარდგენის მომენტიდან.

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."