სრული ინფორმაცია
დავით შერაზადიშვილი „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმის“ ფარგლებში გამართულ პირველ საერთაშორისო ფორუმს დაესწრო
მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე 10 ქვეყნის დელეგაცია და სახელმწიფო სტრუქტურებიდან მოწვეული სტუმრები მონაწილეობდნენ. ფორუმს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლის მხარეში გიორგი დოხტურიშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების მერებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ და ნიდერლანდების სამეფოს ფონდი „კავკასიის“ მდივანმა ჰენდრიკ მენნო ვან უილიამ სილფჰაუტმა მიმართეს.
სპიკერებმა მარნეულიდან და საგარეჯოდან, სტუმრებს მუნიციპალიტეტების კულტურული და ეკონომიკური პოტენციალი გააცნეს.