სრული ინფორმაცია
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის კრებები და კონსულტაციები იმართება.
დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი მოადგილეებთან ერთად სოფელ ფოლადაურის, სამწევრისისა და სოფელ ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა და სოფელში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს ადგილზე გაეცნო.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი.
მოსახლეობის მიერ დასახელებული პრიორიტეტული საკითხები მიმდინარე წლის ბოლომდე სოფლის პროგრამის მიერ გამოყოფილი თანხითა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.