ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში ენერგოეფექტური გაჩერება და სკამები გაკეთდა

ნანახია: 201
სრული ინფორმაცია

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში ენერგოეფექტური გაჩერება და სკამები გაკეთდა
პროექტის „ბოლნისის მოდელი - წარმატებული მაგალითი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის“ ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში, თამაზ სტეფანიას, ფარნავაზ მეფისა და წისქვილის ქუჩებზე ენერგოეფექტური სკამები გაკეთდა, ხოლო სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე ენერგოეფექტური გაჩერება მოეწყო.
ენერგოეფექტურ სკამებსა და გაჩერებაზე მოქალაქეებს უფასო ინტერნეტით სარგებლობა შეეძლებათ. სკამებზე ასევე ტემპერატურისა და ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელია განთავსებული.
სკამებსა და გაჩერებებზე, ლოკაციების მიხედვით, ნებისმიერ მსურველს, QR კოდების მეშვეობით, მუნიციპალიტეტის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციის მიღება შეუძლია. აღნიშნულ ინფრასტრუქტურაზე ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტის რუკაცაა განთავსებული.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით პროექტის ფარგლებში, ქალაქ ბოლნისის ისტორიულ უბანში ასევე მოეწყო ენერგოეფექტური გარე განათება, მერაბ კოსტავასა და წისქვილის ქუჩებზე კი მუხის მარადმწვანე ნერგები დაირგო.

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."