ქალაქ ბოლნისში, სულხან-საბა ორბელიანის ქ. 106-ში, იურიდიული დახმარების სამსახურის რიგით 43-ე საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

ნანახია: 150
სრული ინფორმაცია

ქალაქ ბოლნისში, სულხან-საბა ორბელიანის ქ. 106-ში, იურიდიული დახმარების სამსახურის რიგით 43-ე საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

ამიერიდან, ბოლნისის მოსახლეობისთვის უფასო სამართლებრივი დახმარება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება. ცენტრის იურისტ-კონსულტანტი სამართლებრივ რჩევებს გასცემს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის: სოციალურად დაუცველთა უფლებები, საბანკო ურთიერთობები, მიწისა და უძრავი ქონების რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, შრომითი დავები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, მხარდამჭერად დანიშვნის საკითხები და სხვა აქტუალური პრობლემები.
ცენტრის გახსნის ცერემონიალზე ლენტი იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ვალენტინა ნავერიანმა გაჭრეს, რის შემდეგაც გაიმართა შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების წარმომადგენლებთან, სოციალური სამსახურების თანამშრომლებთან.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ წარმოადგინა პრეზენტაცია უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის, იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების, დახმარების მიღების კრიტერიუმების, სამსახურის მუშაობის სპეციფიკის შესახებ და დაწვრილებით ახსნა, თუ რა სახის მომსახურების მიღება იქნება შესაძლებელი საკონსულტაციო ცენტრში.

დარიგდა საინფორმაციო ბროშურები, სადაც მითითებულია საკონტაქტო ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ და აღწერილია, თუ ვის და რა სახის სამართლებრივი დახმარების მიღება შეუძლია.

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."