ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი შვედური ორგანიზაციის SALAR International-ის წარმომადგენელს შეხვდა

ნანახია: 137
სრული ინფორმაცია

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი შვედური ორგანიზაციის SALAR International-ის წარმომადგენელს შეხვდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შვედეთის მთავრობის ინიციატივით, შვედეთის ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონების ასოციაციის (SALAR) განყოფილება SALAR International საქართველოში დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მხარდაჭერის მრავალწლიანი პროგრამის შემუშავებაზე მუშაობს.

„ამ ეტაპზე SALAR International პროგრამის მოსამზადებელ ფაზას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა ორგანიზაციის წარმომადგენელ, ჰელენა ოფსონთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის მიზნებსა და ურთიერთთანამშრომლობის სფეროების შესახებ იმსჯელეს.

პროექტის მოსამზადებელი ფაზის მიზნებია, საქართველოში დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების არსებული ვითარების სისტემური მიმოხილვა და სიტუაციური ანალიზის შემუშავება. მიმდინარე რეფორმის მოკლევადიანი და გრძელვადიანი საჭიროებების გამოვლენა და მთავარ აქტორებთან დიალოგი, რათა დადგინდეს, სად შეუძლია შვედეთის მთავრობას ყველაზე ღირებული მხარდაჭერა განახორციელოს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების ეფექტურ განხორციელებას“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."