საქართველოს პარლამენტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული “ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის“ შეხვედრა გაიმართა კომპანია RMG-სთან,

ნანახია: 273
სრული ინფორმაცია

დღეს საქართველოს პარლამენტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული “ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის“ შეხვედრა გაიმართა კომპანია RMG-სთან,

შეხვედრაზე მოხდა კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხების, მიმდინარე გარემოსდაცვითი ღონისძიებებისა და დაგეგმილი გარემოსდაცვითი პროექტების, რაც ასევე გავრცელდება კომპანიის ახალ პროექტებზე (მუშევანი, კუდსაცავი) .


 შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრი ორგანიზაციებმა (ორგანიზაცია „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ და ორგანიზაცია „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები“) წარმომადგენლებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სს „RMG Copper“-ისა და შპს „RMG Gold“-ის წარმომადგენლებმა ერთობლივად იმსჯელეს  განხორციელებული ღონისძიებების შემდეგ, კომპანიის საწარმოო ტერიტორიაზე არსებულ გარემოსდაცვით მდგომარეობაზე. კომპანიამ არაერთი მნშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაკისრებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

,,მიმაჩნია, რომ სამოქალაქო და სახელმწიფო სტრუქტურების ერთობლივი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რათა ეფექტურად განვახორციელოთ გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი'", - წერს  საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის  მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი სოციალურ ქსელში. 


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."