,,ქალი და სამყარო"-მ ტრენინგი გამართა გენდერულ თანასწორობაზე,, სექსუალურ შევიწროებაზე სამუშაო ადგილზე და შრომის კოდექსზე გენდერულ ჭრილში

ნანახია: 836
სრული ინფორმაცია

25 მარტს ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" რადიო WW-ის საკონფერენციო დარბაზში უმასპინძლა ტრენინგს თემაზე: „გენდერული თანასწორობა სამუშაო ადგილებზე და ქალთა შრომითი უფლებები საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით"
ტრენინგის მონაწილეებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრებმა, მერიისა და საკრებულოს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიიღეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე, შიდა მარეგულირებელი დოკუმენტის არსი და ვალდებულება დამსაქმებელთათვის, სექსუალური შევიწროების ფორმები და საერთაშორისო რეგულაციები, ასევე  შრომითი ურთიერთობების არსი, შრომის უფლების დაცვის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა და მექანიზმები, სახელშეკრულებო ურთიერთობები, სამუშაოზე მიღება, კონტრაქტის არსებითი პირობები, სამუშაო დრო, ზეგანაკვეთური შრომა, შვებულება. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული საკითხები შრომით ურთიერთობებში და ბოლოს ტრენინგზე მთავარი აქცენტი გაკეთდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის თემში არსებულ ინფორმაციულ დონეზე, რამდენად აქვს საზოგადოებას ინფორმაცია, ყველა იმ ცვლილებებზე, რომელიც ამ მიმრთულებით ხორციელდება საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში.

ტრენინგზე მიღებული ცოდნა და ინფომაცია მონაწილეებს დაეხმაება კიდევ უფრო ინფორმირებულები გახდნენ თავად და საჭირო ცოდნა გამოიყენონ, როგორც სამუშაო პრაქტიკაში, ისე საკუთარ თემში. 

ტრენინგი გაიმართა ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციის ,,ქალი და სამყარო" პროექტის: “ქალთა კოალიცია და ქალთა რადიო WW შრომით ურთიერთობებში გენდერული დისკრიმინაციის პრევენციისთვის“ ფარგლებში, რომელიც ქალთა ფონდის საქართველოში და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის მიზანია ქალთა ჩართულობით და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით შრომით ურთიერთობებში გენდერული დისკრიმინაციის და სექსუალური შევიწროების აღმოფხვრის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში.

,,ქალი და სამყარო"-მ ტრენინგი გამართა გენდერულ თანასწორობაზე,, სექსუალურ შევიწროებაზე  სამუშაო ადგილზე და შრომის კოდექსზე გენდერულ ჭრილში

მასალა მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “ქალთა კოალიცია და ქალთა რადიო WW შრომით ურთიერთობებში გენდერული დისკრიმინაციის  პრევენციისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო” და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

 


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."