სპექტაკლის: „ნუ გადაწყვეტ ჩემს გარეშე!“ ჩვენება და დისკუსია მრავალშტოიანი დისკრიმინაციის საკითხებზე სოფელ მუშევანში

ნანახია: 78
სრული ინფორმაცია

მსახიობ ქალთა შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლებმა თამარ ბობოხიძის ხელმძღვანელობით, ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყაროსთან“ თანამშრომლობით, სოფელ მუშევანის მცხოვრებთათვის მოაწყვეს ჩვენება სპექტაკლისა: „ჩემს გარეშე ნუ გადაწყვეტ!“. სპექტაკლის შინაარსი დაკავშირებულია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებთან.

აღნიშნული ღონისძიება გაიმართ პროექტის: „ქვემო ქართლის ქალები მრავალშტოიანი დისკრიმინაციის დასაძლევად და ინტერსექციური ფემინისტური მოძრაობის გასაძლიერებლად“ ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია Women's Fund in Georgia, ქალთა ფონდი საქართველოში და „შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA)“.

შეხვედრას ესწრებოდნენ და დისკუსიაში მონაწილეობდნენ სოფელ მუშევანის მოსახლეობის და სოფლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ასევე მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები, ბოლნისის გენდერული თანასწორობის საბჭოს და ბოლნისის უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენლები.

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."