გადაცემა ,, ქალები ცვლილებებისთვის” ორი წარმატებული ქალის ისტორიას გთავაზობთ.

ნანახია: 339
სრული ინფორმაცია

რატომ ტოვებენ წარმატებული ქალები ქვეყანას და რამდენად რთულია ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვან რეგიონში იყო ქალთა უფლებადამცველი და ამავდროულად ამსხვრევდე გენდერულ სტერეოტიპებს.


ფერიდე და ფატი ტვილდიანები-დები, რომელთა დილა გენდერული საკითხების, პრობლემებისა და დაძლევების ჭიდილით იწყება.


ორივე წარმატებული, ორივე შემდგარი და ორივე ქალთა გაძლიერების ფერხულში ჩართული ქალია.


მათ ბევრი რამ აერთიანებთ, მაგრამ ერთი რამ ანსხვავებთ : ფერიდე ტვილდიანი ქვეყნის საზღვრებს შიგნით ცდილობს გენდერული საკითხების წინ წამოწევას, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ბოლნისის გენდეული საბჭოს წევრია .


ფატი ტვილდიანი კი საკუთარი საქმისა და ცნობიერების ამაღლებას უკვე ქვეყნის საზრვრებს მიღმა აგრძელებს, დღეს ის ემიგრანტია.


ემიგრანტობამდე კი ყველაზე დიდ საქმეს შეეჭიდა და მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საბჭო შექმნა, იყო ბოლნისის მუნუციპალიტეტის მერის მრჩეველი გენდერული თანასწირების საკითხებში.


დღეს ფატის დაწყებულ საქმეს მისი და - ფერიდე აგრძელებს .ორივე ერთად კი ქმნიდნენ და ქმნიან უმნიშვნელოვანეს საქმეებს რეგიონში გენდერული თანასწორობის მიმართულებით.


გადაცემა "ქალები ცვლილებებისთვის " კიდევ უფრო ახლოს გაგაცნობთ ორი წარმატებული ქალის ისტორიას.


დები ტვილდიანები რადიო WW-ის ობიექტივში.


გადაცემა მომზადებულია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს” პროექტის: ,,ქალები გენდეული თანასწორობოსთვის”ფარგლებში, რომელიც ,,ქალთა გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება




მასალა მომზადებულია ქალთა გლობალური ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქალები გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო” და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ქალთა გლობალური ფონდის შეხედულებებს.

 

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."