RadioWW / » გადაცემები » ძლიერი სექტორი » გადაცემა „ძლიერი სექტორი“ ცირა მღვდელაძესთან ერთად
სრული ინფორმაცია
ქვემო ქართლი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონია, სადაც კვლავ განიცდიან გოგონები დისკრიმინაციას უწყვეტ სწავლაზე ხელმისაწვდომობის, დასაქმების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის მხრივ, რაც კიდევ უფრო გააუარესა პანდემიამ.
შესაბამისად დღეს ისე, როგორც არასდროს, აქტუალური ხდება ახალგაზრდების გააქტიურება სხვადასხვა მიმართულებით.
გადაცემის სტუმრები არიან: ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ზაურ ხალილოვი და ახალგაზრდა აზარბაიჯანელი ქალები ულქარ გუსეინოვა და აისელ კურბანოვა.
მასალა მომზადებულია ფონდი „ტასოს“ მხარდაჭერილი პროექტის „ახალგაზრდა ქალთა საინიციატივო ჯგუფების გააქტიურება და ქალთა მოძრაობის გაძლიერება“ ფარგლებში, მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო“