გადაცემა „კვირის თემა“ მარიკო წიქორიძესთან ერთად.

ნანახია: 304
სრული ინფორმაცია

დღევანდელი ეთერი მთლიანად ეთმობა ქალების მარშს, რომელმაც დღეს პირველი რესპუბლიკის მოედნიდან აიღო სტარტი და მას რეგიონებშიც შეუერთდებიან .


ქალების დღევანდელი მარში სახელწოდებით ,,ქალები ვირჩევთ ევროპას“ ერთგვარი გამოხატულებაა ,,წინააღმდეგობის მოძრაობის“ რურული კანონის წინააღმდეგ.


როგორც იცით მთავრობის მიერ ინიცირებულ და პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს ,,უცხოური გავლენის“ შესახებ, უკვე მოჰყვა საპროტესტო აქციების მთელი ციკლი საქართველოს პარლამენტთან სახელწოდებით ,,კი ევროპას, არა- რუსულ კანონს“ .


საზოგადოების დიდი ნაწილი ახალგაზრდები, კულტურის და სპორტის სფეროს წარმომადგენლები სამოქალქო სექტორი და უბრალოდ ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი აქტიური ადამიანები ეწინააღმდეგებიან რუსული კანონის მიღების.


დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ქალების როლზე საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი თემების ჩართულობაში. მარშზე, რომელიც ქალების განწყობისა და შესაძლებლობების გამოხატულებაა და მოკლედ, გაგაცნობთ ქალების მარშის ორგანიზატორების ,,ქალთა მოძრაობისა და თანასწორობის მოძრაობის“ მიმართვას:


,, ქალები გამოვდივართ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტს, გაიწვიონ რუსული კანონი! რუსული კანონით ვერ დაგვადუმებთ ამ ქვეყნის ამომრჩეველ 53% ქალს! ჩვენი ხმა არის ყველა ქალის ხმა: ემიგრანტი და მარტოხელა დედების, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის ქალების, შშმ ბავშვების დედების და თავად შშმ ქალების, ხანდაზმულების, ახალგაზრდების, ძალადობაგამოვლილი, დევნილი, ქვიარი, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები და ყველა იმ ქალის ხმა, ვისაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანი ეროვნული მისია შეუსრულებია!


ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელიც სათანადოდ არასდროს იცავდა ქალების უფლებებს და ინტერესდებოდა ჩვენი პრობლემებით. რუსული კანონით კი საბოლოოდ გვდევნიან ყველა სივრციდან. ჩვენ ვეღარ გაგაგონებთ ხმას, როდესაც განვიცდით ძალადობას, ვითხოვთ მკურნალობას, ჩვენს შვილებს სჭირდებათ წამალი, ონკოპაციენტი ქალები და ოჯახის წევრები ითხოვენ შველას ან სხვა პრობლემის წინაშე ვდგავართ. რამეთუ არც პარლამენტში იქნებიან ჩვენი ინტერესების დამცველები, და არ იარსებებს არც დამოუკიდებელი მედია, რომ თქვენ და ერთმანეთს მივაწვდინოთ ხმა!“- ეს იყო ორგანიზატორების მიმართვის ამონარიდი და დავძენ, რომ დღეს ქალების საპროტესტო მარში გაიმართება ქუთაისში, გორში, მარნეულში, ახმეტში, ბოლნისში, ბათუმში, ოზურგეთში და წნორში.


გადაცემის სტუმრები არიან: სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ქალბატონი ნინო დოლიძე და სამოქალაქო აქტივისტი თოზუ გულმამედლი



    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."