Moderna-ს გვერდითი მოვლენები

ნანახია: 486
სრული ინფორმაცია

ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Moderna-ს მიერ წარმოებული ვაქცინით აცრიდან რამდენიმე დღის შემდეგ, შესაძლებელია, გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები გამონაყრის სახით.


ცნობილია, რომ პირველი დოზის შეყვანის შემდეგ 12 ადამიანს, საშუალოდ რვა დღეში გამოუვლინდა გვერდითი ეფექტები, კანზე 10 სმ-ის დიამეტრის მქონე ანთების სახით, უშუალოდ პრეპარატის შეყვანის ადგილზე.


გამონაყარი აღინიშნებოდა ხელის გულებისა და იდაყვების მიდამოშიც. პაციენტების უმრავლესობამ გვერდითი ეფექტების მოსახსნელად მიიღეს სამკურნალო საშუალებები, რის შემდეგაც კანზე ანთებითი პროცესი დაახლოებით ექვს დღეში ჩაცხრა.


თორმეტივე პაციენტმა მიიღო ვაქცინის მეორე დოზაც, რის შემდეგაც ანალოგიური გვერდითი ეფექტები გამოუვლინდა მხოლოდ ექვსს. ამჯერად, სიმპტომები გამოვლინდა ვაქცინაციიდან მეორე დღეს.


P.s. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი გვერდითი ეფექტები აღინიშნება, ზოგადად, გრიპის და სხვა ინფექციების საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის დროსაც.

წყარო: mkurnali.ge

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."