აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ჯო ბაიდენის მიერ ინიცირებული კოვიდ 19-ის დახმარების გეგმა დაამტკიცა

ნანახია: 513
სრული ინფორმაცია

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ინიცირებული 1.9 ტრილიონი დოლარის მოცულობის კორონავირუსთან დაკავშირებული ეკონომიკური დახმარების პაკეტი დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამის შემდეგ კანონპროექტი სენატში გადაინაცვლებს, რომელმაც მისი ძირითადი ელემენტი - მინიმალური ხელფასის გაორმაგება - უკვე დაბლოკა.

კანონპროექტი მიზნად ისახავს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამისა და ტესტირების გაფართოებასა და პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის სტაბილიზაციას.

ამასთან, პაკეტი ითვალისწინებს ოჯახების, მცირე ბიზნესებისა და შტატის და ადგილობრივი მთავრობისთვის ფულადი კომპენსაციის გამოყოფას. პაკეტს რესპუბლიკელები ეწინააღმდეგებიან, რის მიზეზადაც მთავრობის ხარჯების ზრდის გრძელვადიან ეკონომიკურ შედეგებს ასახელებენ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."