რუსთავში 80 ოჯახს სიმბოლურ ფასად-1 ლარად საცხოვრებელი ფართები გადაეცა

ნანახია: 396
სრული ინფორმაცია

რუსთავში მთავრობის გადაწყვეტილებით 80 ოჯახს სიმბოლურ ფასად -1 ლარად საცხოვრებელი ფართები გადაეცა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძე განაცხადა.

როგორც ნინო ლაცაბიძე განმარტავს, კვლავაც არიან ოჯახები, რომლებსაც მსგავსი პრობლემა აწუხებთ.

„დღეს, რუსთავში მთავრობის გადაწყვეტილებით, 80 ოჯახს სიმბოლურ ფასად-1 ლარად საცხოვრებელი ფართები გადაეცა. ჩვენ ბევრი ოჯახი დავაკმაყოფილეთ, თუმცა, ჯერ კიდევ არიან ოჯახები, რომლებსაც მსგავსი პრობლემა აწუხებთ. ამ ოჯახებსაც აუცილებლად მოვუგვარებთ ამ საკითხს. მოხარული ვარ, რომ დღეს ამდენი ოჯახი გავაბედნიერეთ.

მე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, აქტიურად ვარ ჩართული, რომ შემდგომშიც მოხდეს იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონება, სადაც, ეს ადამიანები წლებია ცხოვრობენ. მათ მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა ექნებათ”, - განაცხადა ლაცაბიძემ.

წყარო: Ipn


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."