UNICEF-ის შეფასებით, პანდემიის გამო ბავშვთა ქორწინება, შესაძლოა, გაიზარდოს

ნანახია: 538
სრული ინფორმაცია

UNICEF-ის პუბლიკაციის თანახმად, პანდემიამ შესაძლოა ხელი შეუშალოს იმ პროგრესს, რომელიც ბავშვთა ქორწინებასთან ბრძოლის კუთხით არის მიღწეული.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პანდემიამ გავლენა იქონია გოგოების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე, ეკონომიკურ მდგომარეობასა და განათლებაზე, რაც ბავშვთა ქორწინების რისკებს ზრდის.

"ბავშვთა ქორწინება სხვადასხვა მიზეზით მატულობს, მათ შორის ეკონომიკური შოკების, სკოლების დახურვისა და შეწყვეტილი სერვისების გამო. კარგად არის ცნობილი, რომ მაგალითად ეკონომიკურმა დაუცველობამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვთა ქორწინება, რათა ოჯახზე ფინანსური ზეწოლა შესუსტდეს. ამასთან, განათლება ბავშვთა ქორწინებისგან დაცვის ფაქტორია. შესაბამისად, სკოლების დახურვა, რომელიც მაგალითად COVID-19-ით არის გამოწვეული, შესაძლოა ფაქტობრივად წაახალისოს გოგოები ქორწინებისკენ, რადგან სკოლა აღარაა ვარიანტი. ამასთან, "უმნიშვნელო" მომსახურებების მიწოდების შეწყვეტას, მათ შორის რეპროდუქტიული ჯანმრთელობის კუთხით, პირდაპირ აქვს გავლენა მოზარდობაში ორსულობასა და შემდგომში ქორწინებაზე", — აღნიშნულია UNICEF-ის პუბლიკაციაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პანდემიის დაწყების დღიდან ნაადრევად დაოჯახებული გოგოების ზუსტი რიცხვი უცნობია და პანდემიის სრული გავლენა ჯერ კიდევ გაურკვეველია.

თუმცა შესაძლებელია გარკვეული ზომების მიღება, რომლებიც გრძელვადიან შედეგებს მოიტანს. მათ შორის ყოველმხრივი სოციალური დაცვის უზრუნველყოფა, განათლებაზე ხელმისაწვდომობა, პოლიტიკური და სამართლებრივი დაცვის სისტემის შექმნა, ამასთან, გოგოებისთვის სამედიცინო და სოციალური მომსახურებების უზრუნველყოფა.

წყარო; On.ge


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."