„14 წლის გოგონას თვითმკვლელობა ტრაგედიაა!"- სალომე ზურაბიშვილი

ნანახია: 432
სრული ინფორმაცია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 14 წლის გოგოს ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რათა ძალადობა არ წახალისდეს.

პრეზიდენტის განცხადებით, მსგავსი საკითხების მიმართ დამოკიდებულება უნდა იყოს მკაცრი და ცალსახა.

„14 წლის გოგონას თვითმკვლელობა ტრაგედიაა!

ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის და უპირველესად ქალისთვის მომხდარი ძალიან მძიმეა და კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ხასიათის ძალადობა!

დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რათა არ წახალისდეს ძალადობა. მსგავსი საკითხების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება კი, უნდა იყოს მკაცრი და ცალსახა!“,-აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ნ.ტ.-ს ბრალდება წარუდგინა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ტ.-მ მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ნ.ც. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი იყო, 2020 წლის ივნისში და დეკემბერში, მოტყუებით, იმ პირობით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც მასთან გაწყვიტა კონტაქტი. მოგვიანებით კი გოგონას განუცხადა, რომ მასზე დაქორწინებას არ აპირებდა. აღნიშნულით დაამცირა მისი ღირსება. ნ.ც.-მ, 2021 წლის 09 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება გარდაცვლილი ნ.ც.-ს მიმართ შესაძლო სხვა ძალადობის ფაქტებზეც.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."