დღეიდან მუშაობა განაახლა როგორც მეტროპოლიტენმა, ისე ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა.

ნანახია: 442
სრული ინფორმაცია

საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

დღეიდან მუშაობა განაახლა როგორც მეტროპოლიტენმა, ისე ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში 28 ნოემბრიდან იყო შეწყვეტილი, მისი აღდგენის გადაწყვეტილება კი საკოორდინაციო საბჭომ გასულ კვირას მიიღო.

„8 თებერვლიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ნიშნავს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც. საუბარია მეტროზე, ავტობუსსა და სამარშტურო ტაქსზე“, - განაცხადა გახარიამ 6 თებერვალს.

ამასთან, ტრანსპორტი არ იმუშავებს შაბათ-კვირას.

ტრანსპორტი კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების მიხედვით იმუშავებს, სავალდებულოა პირბადის ტარება.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."