პარლამენტთან დაუმორჩილებლობის აქცია-მსვლელობა დაიწყო

ნანახია: 496
სრული ინფორმაცია

პარლამენტთან დაუმორჩილებლობის აქცია-მსვლელობა დაიწყო. სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები 9 საათიდან ქვეყანაში დაწესებულ კომენდანტის საათს არ დაემორჩილებიან და თბილისის ქუჩებში მსვლელობას გამართავენ. 

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მოძრაობა სირცხვილიას ლიდერი გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ დღეს მოქალაქეები არ დაარღვევენ არცერთ კანონს, გარდა "უაზრო რეგულაციისა, რომელიც შიმშილისთვის იმეტებს ადამიანებს". 

"მთავრობამ უკვე საკმარისად მიიჩნია ის წნეხი, რაც დაუმორჩილებლობის აქციის ანონსს მოჰყვა და გარკვეული რეგულაციები მოხსნა. უაზრო რეგულაციების მოსახსნელად ვართ ახლაც.

არცერთი კანონი არ დაირღვევა, გარდა უაზრო რეგულაციისა, რომელიც პირდაპირ ანგრევს ყველა იმ სფეროს, რომელიც ოდნავ მაინც ცოცხლობს და შიმშილისთვის იმეტებს ადამიანებს". - ამბობს მაქარაშვილი. 

აქციის წევრები მოითხოვენ, კომენდანტის საათის გაუქმებას და რეგულაციების დაცვით ქვეყნის გახსნას.

წყარო: ტაბულა


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."