ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი: როგორ დაარსდა და რატომ არის მნიშვნელოვანი

ნანახია: 88
სრული ინფორმაცია

საუკუნეზე მეტია, მთელ მსოფლიოში 8 მარტს აღნიშნავენ ქალთა საერთაშორისო დღეს. მაგრამ რისთვის დაარსდა ეს დღე და რატომ აქვს მას განსაკუთრებული მნიშვნელობა?

ყველაფერი 1908 წელს დაიწყო: ქალებმა თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლა დაიწყეს

ქალთა საერთაშორისო დღე შრომითი მოძრაობის შედეგად დაარსდა. ეს ყველაფერი 1908 წელს დაიწყო, როდესაც 15000-მა ქალმა ნიუ-იორკში მსვლელობა მოაწყო და მოითხოვა ნაკლები სამუშაო საათები, უფრო მაღალი ხელფასი და ხმის მიცემის უფლება.

ერთი წლის შემდეგ, ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ გამოაცხადა პირველი ქალთა ეროვნული დღე.

მაშინ ამერიკელმა, კომუნისტმა აქტივისტმა და ქალთა უფლებების დამცველმა, კლარა ცეტკინმა, კოპენჰაგენში მშრომელი ქალების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ეს დღე საერთაშორისოდ უნდა იქცეს. მის წინადადებას ერთხმად დაუჭირა მხარი 17 ქვეყნიდან 100-მა ქალმა, რომლებიც ესწრებოდნენ კონფერენციას.

პირველი ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა 1911 წელს ავსტრიაში, დანიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში.

გაერომ ამ დღის აღნიშვნა 1975 წელს დაიწყო.

თარიღის არჩევა რუსეთში ქალთა გაფიცვებს უკავშირდება


თარიღი შეირჩა მას შემდეგ, რაც რუსეთში ქალები მასიურ გაფიცვას აწყობდნენ პირველი მსოფლიო ომის დროს. მოთხოვნა იყო: „პური და მშვიდობა“. იულიუსის კალენდრის მიხედვით, რომელიც მაშინ მოქმედებდა რუსეთში, გაფიცვა დაიწყო 23 თებერვალს. გრიგორიანულ კალენდარში, რომელსაც მსოფლიოს უმეტესი ნაწილი იყენებს, ეს თარიღი 8 მარტია.

გაფიცვის დაწყებიდან ოთხი დღის შემდეგ, რუსეთის მეფემ ტახტი დატოვა და ხელისუფლებაში მოსულმა დროებითმა მთავრობამ ქალებს ხმის მიცემის უფლება მისცა.



ქალთა საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში არის პროტესტის, თანაბარი უფლებების მოთხოვნის და ქალთა მიმართ ძალადობის შეწყვეტის დღე

ქალთა საერთაშორისო დღე მრავალ ქვეყანაში ეროვნული დღესასწაული და დასვენების დღეა. ასევე ამ დღეს ათასობით ღონისძიება იმართება მთელ მსოფლიოში – მარშები, კონფერენციები, კონცერტები, გამოფენები და დებატები.

რატომ იცვამენ იასამნისფერს ქალთა საერთაშორისო დღეს?

ქალთა საერთაშორისო დღის ვებსაიტზე ნათქვამია, რომ დღის ფერებია იასამნისფერი, მწვანე და თეთრი. “იისფერი ნიშნავს სამართლიანობასა და ღირსებას. მწვანე სიმბოლოა იმედის, თეთრი კი წარმოადგენს სიწმინდეს, თუმცა ეს საკამათო კონცეფციაა“, – ნათქვამია საიტზე.



გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსის მიხედვით, 2023 წელს დაფიქსირდა, რომ მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ აქვს მიღწეული სრული გენდერული თანასწორობისთვის. კვლევაში ნათქვამია, რომ ამ მიზნის მიღწევამდე, სავარაუდოდ, კაცობრიობას კიდევ ერთი საუკუნე დასჭირდება.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ აქ https://jam-news.net/ge/qalta-saertashoriso-dghe-8-marti-rogor-daarsda-da-ratom-aris-mnishvnelovani/



    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."