8 ათასზე მეტ პირს საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსი აქვს

ნანახია: 150
სრული ინფორმაცია

2023 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში 8 070 პირს მარტოხელა მშობლის სტატუსი აქვს. ამის შესახებ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ პარლამენტის წევრის ქეთევან თურაზაშვილის სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილი ინფორმაციიდან ირკვევა.

კერძოდ, სააგენტოს მონაცემებით, მარტოხელა მშობლის სტატუსი აქედან 7 923 - დედას, 132 - მამას; 1 - მშვილებელ კაცს და 14 - მშვილებელ ქალს აქვს.

ამასთან, „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ინფორმაციით, 2023 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით, 1 486 პირს მარტოხელა მშობლის სტატუსი გაუუქმდა


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."