ლანჩხუთის მერი - სტიქიის ზონიდან 50-მდე ოჯახია გამოყვანილი - აქტიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდის სამუშაოები

ნანახია: 166
სრული ინფორმაცია

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ყველა შესაბამისი სამსახური მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა.

მისივე თქმით, სტიქიის ზონიდან 50-მდე ოჯახია გაყვანილი და ახალა სოფელ ხორეთიდან სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს 5 ადამიანი გამოჰყავს.

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გუშინ, მთელი ღამე ვმუშაობდით და სტიქიის ზონიდან დაახლოებით, 50-მდე ოჯახი გამოვიყვანეთ, რომლებსაც თავშესაფარი ესაჭიროებოდათ. მათი ნაწილი, დროებით, ნათესავებთან ცხოვრობს. ყველაზე მეტი მოქალაქე ჩოჩხათის თემიდან გამოვიყვანეთ. ტექნიკა მიდის ყველა ლოკაციაზე, რათა ამ ორ დღეში მაქსიმალურად გავწმინდოთ ტერიტორია. ძალიან ბევრია ისეთი ადგილი, რომელიც დამეწყრილია და წაღებულია მიწა. ახლა წასულები არიან სამაშველო სამსახურის და მერიის თანამშრომლები, რომ სოფელ ხორეთიდან კიდევ გამოიყვანოს 5 ადამიანი”, - განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

ლანჩხუთის მერის თქმით, სტიქიის ზონაში დარჩენილ ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ დარეკონ ცხელ ხაზზე. როგორც მან აღნიშნა, საკვები პროდუქტების მიწოდებისთვის მერიის თანამშრომლები მზად არიან.

„იმ ადამიანებს, რომლებიც დარჩენილი არიან უბნებზე ცხელი ხაზი არსებობს და უნდა მოგვაწოდონ ინფორმაცია, თუკი ვინმეს პრობლემა შეექმნება. მიუხედავად იმისა, რომ სოფელ ხორეთში ცუდი სიტუაცია იყო, ამ დროისთვის, მდინარეში წყლის დონე უკვე დაკლებულია. ყველა სოფელში მუშაობენ მერის წარმომადგენლები და აქტიურ კომუნიკაციაში არიან მოსახლეობასთან“, - განაცხადა სარიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."