ოფილმა ქმარმა ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა

ნანახია: 277
სრული ინფორმაცია

თერჯოლაში ყოფილმა ქმარმა ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. შემთხვევა სუპერმარკეტ "მაგნიტში" მოხდა. ქალი გარდაიცვალა, მამაკაცმა კი დაზიანებები მიიღო.


თვითმხილველების ინფორმაციით, მაღაზიის მენეჯერს ყოფილმა ქმარმა ცეცხლი შურისძიების მიზნით წაუკიდა. მამაკაცს წარსულში კონფლიქტის გამო შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი რამდენიმე საათის წინ მაღაზიაში მივიდა, მეუღლეს საწვავით სავსე ბოთლი ესროლა და ცეცხლმოკიდებული ოთახში გამოკეტა. შემთხვევის დროს მამაკაციც დაშავდა, მან გარეთ გამოსვლა მოასწრო, ქალი კი ადგილზე დაიღუპა.

სავარაუდოდ, აფეთქების გამო მაღაზიაში მინები ჩაიმსხვრა.

ადგილზე სამართლდამცველები მუშაობენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განხრახ მკვლელობას გულისხმობს.



    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."