გიული ალასანია - თვალწინ მიკლავენ ერთადერთ შვილს

ნანახია: 432
სრული ინფორმაცია

ჩემს თვალწინ მიკლავენ ერთადერთ შვილს - დამეხმარეთ, დაგვეხმარეთ, ნუ დაუშვებთ იმას, რომ მოგვიკლან ასე თვალწინ ადამიანი, რომელმაც შეგვიქმნა სახელმწიფო, - ასე მიმართავს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია საქართველოს მოქალაქეებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.


მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ყველაზე დიდი დანაშაული არის ის, რომ მან 2008 წელს უბრძოლველად არ ჩააბარა ქვეყანა აგრესორს, რომელმაც მანამდე ტერიტორიის 20% მიიტაცა.


„უმძიმესი მდგომარეობა მაქვს, ჩემს თვალწინ მიკლავენ ერთადერთ შვილს. 40 დღეზე მეტია ის შიმშილობს, დაუმძიმდა მდგომარეობა, დაეწყო ტკივილები, კატეგორიულად არ გადაჰყავთ კლინიკაში, რომელიც მას აუცილებლად სჭირდება. მე მივმართავ ყველას, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც საქართველოშია, ვინც დღეს საქართველოში არ არის. უამრავი გულშემატკივარი ჰყავს ჩემს შვილს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ყველას მივმართავ - დამეხმარეთ, დაგვეხმარეთ. ნუ დაუშვებთ იმას, რომ მოგვიკლან ასე თვალწინ ადამიანი, რომელმაც შეგვიქმნა სახელმწიფო, წარმატებული სახელმწიფო შეგვიქმნა და რა არის მისი დანაშაული?! ის, რომ უყვარს თავისი ქვეყანა, ის, რომ არის თავისი ქვეყნის პატრიოტი, რამაც ჩამოიყვანა, დააბრუნა თავის ქვეყანაში ყველაფრის მიუხედავად, ამ საშიშროების მიუხედავად, რომელიც სრულიად ნათელი იყო რაც ელოდა. ძირითადი მისი დანაშაული ყველამ ვიცით, რაც არის, რომ 2008 წელს მან უბრძოლველად არ ჩააბარა თავისი საყვარელი ქვეყანა აგრესორს, რომელმაც მანამდე მოასწრო და მიიტაცა ჩვენი ტერიტორიის 20%. ძალიან გთხოვთ, ვიცი, რომ ყველაფერი კეთდება - ყველა ადამიანი აკეთებს შესაძლებელს და შეუძლებელს, მაგრამ როგორც ჩანს უფრო მეტია საჭირო. გადავარჩინოთ ეს სიცოცხლე, ძალიან გთხოვთ“, - აცხადებს გიული ალასანია.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."