ირაკლი ღარიბაშვილი - პატიმარსა და პატიმრებზე საუბარი დავასრულე

ნანახია: 464
სრული ინფორმაცია

პატიმარსა და პატიმრებზე საუბარი დავასრულე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განმარტებას იუსტიციის მინისტრი გააკეთებს.


„ჩვენ გავეცანით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. იუსტიციის მინისტრი გააკეთებს ამ თემაზე ბრიფინგს უახლოეს რამდენიმე საათში და ვრცლად განმარტავს. მე არ მსურს ამ თემაზე ვრცელი კომენტარი გავაკეთო. ეს არ არის ჩემი პრეროგატივა. პატიმარსა და პატიმრებზე საუბარი დავასრულე. ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა და მხოლოდ ამ თემაზე მაქვს საუბარი და კონცენტრირება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგიდან მიღებული გადაწყვეტილებით, სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე და მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა.


გვარამიას თქმით, სასამართლომ დაავალა საქართველოს ხელისუფლებას, რომ აცნობოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ამჟამინდელი მდგომარეობა და დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ სამედიცინო პროცედურის შესახებ, რომელიც მასთან დაკავშირებით გლდანის #18 დაწესებულებაში გატარდა.


ადვოკატის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ ასევე მათ დაავალა ყოველდღიურად განახლებული ინფორმაცია მიაწოდონ სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაციები შეჯერდება და 24 ნოემბერს სასამართლო კვლავ იმსჯელებს საკითხზე.



    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."