გიორგი გახარია: არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ

ნანახია: 398
სრული ინფორმაცია

არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა.

„გილოცავთ დაგვიანებით, მაგრამ თქვენს პროფესიულ დღეს. რაც შეეხება მომავალს, პირველი მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ. რეალურად გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ უახლეს პერიოდში, ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის დღეს რისი თქმაც მინდოდა, დროებით, მალე შევხვდებით. ყველა კითხვას როგორც ყოველთვის წარსულში, პასუხები გაეცემა", - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი 18 თებერვალს დატოვა.

ფოტო: "ფორმულა"


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."