ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ქუჩას კი არა, ფანჩატურსაც ვერ ავსებენ

ნანახია: 402
სრული ინფორმაცია

თქვენ ხედავთ რომ ქუჩას კი არა, ფანჩატურსაც ვერ ავსებენ, დაღალეს საზოგადოება იმ რიტორიკით და ქცევებით, რომლითაც ისინი განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში გამოირჩევიან, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ოპოზიციის მიერ პროცესების სავარაუდოდ ქუჩაში გადატანის პერსპექტივას ეხებოდა.

მისივე თქმით, საზოგადოება კარგად ხვდება ყველაფერს.

"საზოგადოებამ დაინახა ყველაფერი. არჩევნები ყველა შეფასებით იყო სამართლიანი. მაინც არიან გაჯიქებულები და არ შედიან პარლამენტში. საზოგადოება ამას ხომ ხედავს და აფასებს?! აქედანაც გამომდინარეობს ის, რომ მათი პოზიციები საზოგადოებასთან მიმართებით კიდევ უფრო შერყეულია, ვიდრე ეს არჩევნების წინ იყო. ასე თუ გააგრძელებენ, კიდევ უფრო მძიმედ წავა მათი საქმე"- განაცხადა კობახიძემ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."