,,ოპოზიციის პიარული პროექტი“გაყალბებული არჩევნები“, ჩავარდა'", - მამუკა მდინარაძე

ნანახია: 454
სრული ინფორმაცია

რადიკალური ოპოზიციის პიარული პროექტი სახელწოდებით - “გაყალბებული არჩევნები“, ჩავარდა, - აღნიშნული განცხადება ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

მდინარაძის თქმით, ამას მოწმობს ბოლო დღეების განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეცვლილი მესიჯ-ბოქსი. როგორც მდინარაძე აცხადებს, ისინი ახლა სხვა მესიჯებზე გადავიდნენ და ცდილობენ, საზოგადოების აღშფოთების სხვა ე.წ. ნარატივით გამოწვევას.

“ჩვენ ამ თემას სულ ბოლომდე ჩავყვებით, რომ სადმე, რაიმე გაყალბდა, იყო თუ არა ვინმეს სასარგებლოდ სერიოზული გადახრა, იყო თუ არა სერიოზული დარღვევა და ხარვეზები, რასაც არჩევნების შედეგებზე შეიძლება გავლენა მოეხდინა. ამას ბოლომდე ჩავყვებით, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გვაქვს სუბიექტური ინტერესი, ვამხილოთ, რომ ეს იყო პიარული და ამავდროულად, თავხედური პროექტი. ჩვენი ლეგიტიმურად სუბიექტური ინტერესის გარდა, არსებობს სახელმწიფოებრივი ინტერესი, რომ გარკვეული ხარვეზები, რომლის გარეშეც მსოფლიოში არც ერთი არჩევნები არ არსებობს, გამოვლინდეს, რათა შემდგომი პრაქტიკა დაიხვეწოს და ხარვეზების აღმოფხვრაზე კიდევ უფრო კვალიფიციური მიდგომა გამოვიჩინოთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტი უმრავლესობის მიერ ინიცირებულ დადგენილების პროექტს იხილავს, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."