,,არასდროს ვყოფილვარ ისეთი ამაყი, როგორც ვარ ამ სიბინძურესთან ბრძოლისას", -ნიკა მელია

ნანახია: 427
სრული ინფორმაცია

არასდროს ვყოფილვარ ისეთი ამაყი, როგორც ვარ ამ სიბინძურესთან ბრძოლისას. მართალი ადამიანი, ძლიერი ადამიანია. იმდენად ძლიერი ვარ, ასე მგონია, ტყვიაც რომ მესროლოთ, მკერდით გავაჩერებ. ჩემს უკან არის მხოლოდ და მხოლოდ ზნეობა, მორალი, სიმართლე და ამ ქვეყნის სიყვარული,-ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელია პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკა მელია განცხადებით, ის უსამართლობას არ დაემორჩილება.

„გადახდილი მაქვს ჩემო მეგობრებო, გირაო 30 ათასი ლარის ოდენობით, მეორეჯერ ახლა რომ მთხოვენ 40 ათასი გადაიხადეო, ხვალ 100-150-ს მეტყვიან. შემდეგ მეტყვიან სამაჯური ყელზე შეიბი და უნდა დავემორჩილო?! არ დავემორჩილები, ეს არის უსამართლობა. ვალდებული ვარ, მორალი არ მკარნახობს, რომ უსამართლობას დავემორჩილო“,-დასძენს ნიკა მელია.

ცნობისთვის, პროკურატურა ნიკა მელია მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობასთან დაკავშირებული თანხმობის მისაღებად პარლამენტს მიმართავს.

შეგახსნებთ, 5 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გააფრთხილა და განმარტა, რომ თუკი ის გირაოს არ გადაიხდის, პროკურატურა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს 40 000 ლარის გადახდას, ან აღნიშნული თანხის ექვივალენტური უძრავი ქონებით გირაოს უზრუნველყოფას ითხოვს.

ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე მას აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."