გიორგი კანდელაკმა დღეს 1921 წლის 11 თებერვლის მდგომარეობით საქართველოს ფაქტიური საზღვრების დაზუსტებული რუკა წარადგინა.

ნანახია: 420
სრული ინფორმაცია

„პირველ რიგში აღვნიშნავ რომ ეს თარიღი მთელ ქვეყანაში ფართოდ უნდა აღინიშნებოდეს. დღიდან 25 თებერვლის ჩათვლით ყოველდღე უნდა იმართებოდეს ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჩვენს საელჩოებში, რადგან 11 თებერვლიდან 17 მარტამდე, როცა საქართველოს სრული ოკუპაცია მოხდა", - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრამ გიორგი კანდელაკმა და 1921 წლის 11 თებერვლის მდგომარეობით საქართველოს ფაქტიური საზღვრების დაზუსტებული რუკა წარადგინა.

,,განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ტრაგიკული ბედი მე-20 საუკუნის განმავლობაში. ამავე დროს, წარმოდგენილი რუკა გვაჩვენებს თუ რა ტერიტორიაზე ვრცელდებოდა საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობის იურისდიქცია და ეფექტური კონტროლი საბჭოთა რუსეთის აგრესიის დაწყების მომენტისათვის, რომელიც როგორც ცნობილია იოსებ სტალინის ინიციატივით დაჩქარდა. ეს რუკა გვაჩვენებს, თუ რომელი ტერიტორიები გადაეცათ საქართველოს მეზობლებს იოსებ სტალინის პირადი მითითებითა და ინიციატივით: ესენია ართვინის და არდაღანის პროვინციები თურქეთს, ლორე სომხეთს, ივრისპირეთი, სადავო ზაქათალა და ყარაიას ველი აზერბაიჯანს, რომელზეც მოხვდა კიდეც დავით გარეჯის კომპლექსის მცირე ნაწილი. როგორც ცნობილია 1991 წლის შემდეგ საქართველოს ყველა მთავრობა ცდილობდა ამ ნაწილის სხვა ტერიტორიაში გაცვლას, რის გამოც ის არ არის შეთანხმებული. როგორც ცნობილია, 1991 წელს ყველა საბჭოთა რესპუბლიკამ ესტონეთიდან დაწყებული ტაჯიკეთით დამთავრებული, მათ შორის საქართველომ, დამოუკიდევლობა სწორედ 1991 წლის საბჭოთა ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში გამოაცხადა. იმ ფაქტს, რომ საერთაშორისო სამართლის ეს ფუნდამენტური გარემოება საჯარო დისკუსიაში მივიწყებულია “ქართული ოცნება” უბრალოდ ბოროტად იყენებს და აქტიურად მონაწილეობს ჰიბრიდული ომის ამ ოპერაციაში, რომლის მიზანიცაა ჩვენი საზოგადოების გახლეჩვა პატრიოტულ საკითხზე, ფოკუსის გადატანა რუსული ოკუპაციიდან სხვა პრობლემაზე, ურთიერთობების გაფუჭება აზერბაიჯანთან და პროდასავლური ძალების დისკრედიტაცია. ამავე დროს, ისიც კანონზომიერია, რომ “ქართული ოცნება”, როგორც კომუნისტური პარტიის პოლიტიკური მემკვიდრე, ცხადია არაფერს ამბობს იმის შესახებ თუ ვისი ინიციატივით ჩამოეჭრა ეს ტერიტორიები საქართველოს”, - განაცხადა კანდელაკმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."