ჯო უილსონი - დროა, ევროკავშირმა დაასანქციროს არალეგიტიმური ივანიშვილი და მისი ახლო მეგობრები, რომლებმაც გააყალბეს არჩევნები და ახლა სასტიკად არბევენ ქართველ ხალხს

ნანახია: 82
სრული ინფორმაცია

დროა, ევროკავშირმა სანქციები დაუწესოს არალეგიტიმურ ივანიშვილს და მის ახლო მეგობრებს, რომლებმაც გააყალბეს ოქტომბრის არჩევნები და ახლა სასტიკად არბევენ ქართველ ხალხს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, სამწუხაროდ, უნგრეთი და სლოვაკეთი არასწორად ბლოკავენ სანქციებს.

„ნატო-ს ამ მოკავშირეებს მოვუწოდებ, მოხსნან ბლოკი!“- აცხადებს უილსონი.

ამასთან, მისი თქმით, შთაგონებულია მამაცი ქართველი ხალხით, რომელიც ივანიშვილის უკანონო რეჟიმის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების 67-ე დღესაც ქუჩებში გამოვიდა.

„ამ სასტიკმა რეჟიმმა გააყალბა არჩევნები და ახლა თავს ესხმის, აკავებს მათ და არბევს მათ სახლებს“, - წერს უილსონი.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."