ჯო ბაიდენი - ამერიკა, მე შენ რაც შემეძლო, ყველაფერი მოგეცი - გპირდები, რომ ვიქნები საუკეთესო მოხალისე ჰარისისა და უოლცის კამპანიისთვის

ნანახია: 65
სრული ინფორმაცია

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ის კამალა ჰარისისა და ტიმ უოლცის კამპანიისთვის საუკეთესო მოხალისე იქნება.

„გპირდები, რომ ვიქნები საუკეთესო მოხალისე ჰარისისა და უოლცის კამპანიისთვის“, - განაცხადა ბაიდენმა ჩიკაგოში, დემოკრატიულ პარტიის ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

„მათ ესმით, რომ ამერიკა უნდა იყოს შესაძლებლობების ადგილი არა მხოლოდ რამდენიმე ჩვენგანისთვის, არამედ ყველა ჩვენთაგანისთვის“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მან 2021 წლის 6 იანვრის მოვლენებზეც ისაუბრა, როდესაც კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმი განხორციელდა.

„ამერიკაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის. არ შეიძლება მხოლოდ მაშინ თქვათ, რომ გიყვართ ეს ქვეყანა, როდესაც იმარჯვებთ“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, უყვარს თავისი ქვეყანა და ყველაფერი გასცა მისთვის, რაც შეეძლო.

„ჩემი ცხოვრების პატივი იყო, მემსახურა პრეზიდენტად. მიყვარს ჩემი სამუშაო, მაგრამ უფრო მიყვარს ჩემი ქვეყანა. ამერიკა, მე შენ რაც შემეძლო, ყველაფერი მოგეცი“, - აღნიშნა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენს სცენაზე კამალა ჰარისი შეუერთდა, როდესაც მან სიტყვით გამოსვლა დაასრულა.

„მიყვარხარ!“- მიმართა ვიცე-პრეზიდენტმა და დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯო ბაიდენს.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."