ძალიან ბევრ ოპოზიციონერს უნდა პარლამენტში შესვლა

ნანახია: 663
სრული ინფორმაცია

ძალიან ბევრ ოპოზიციონერს უნდა პარლამენტში შესვლა და ძალიან წვალობს - რას არ ამბობს, რომ როგორმე ადრე ნათქვამი სიტყვებიდან გამოძვრეს და პარლამენტში შემოვიდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

ელისაშვილი გამოთქვამს ვარაუდს, რომ პარლამენტის მუშაობაში ჩართვაზე „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის წარმომადგენლებთან ფარული მოლაპარაკებები აქვს.

„ჩვენ არაფერი გვქონდა დასამალი და „ქართულ ოცნებას“ პირისპირ, კამერების თანდასწრებით შევხვდით. სხვები როგორც ჩანს, დახურულ კარს მიღმა, ჩუმ-ჩუმად ხვდებიან. მოვუწოდებ მათ, მართლა მოეშვან და საკითხს უფრო მეტი გაბედულებით მოეკიდონ“, - განაცხადა ელისაშვილმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."