პრეზიდენტი - როცა ქარტიაზე კონსულტაციები დავიწყე, მმართველ პარტიას და ბიძინა ივანიშვილს მაინც მივმართე, ჩართულიყვნენ, რადგან პასუხი არ მიმიღია, მივმართე ახლად დანიშნულ თავმჯდომარეს, რომელიც დღეს შერბილებას თამაშობს, არც მისგან მიმიღია პასუხი

ნანახია: 262
სრული ინფორმაცია

როდესაც ქარტიაზე კონსულტაციები დავიწყე, მმართველ პარტიას და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს მაინც მივმართე - შემდეგ მივმართე ახალად დანიშნულ თავმჯდომარეს, რომელიც დღეს შერბილებას თამაშობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც მან ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიღებაზე გამოსვლისას განაცხადა, მისთვის ნათელი იყო, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების მიუხედავად, მმართველი პარტია არ აპირებდა ევროკავშირის ცხრა ნაბიჯის თუნდაც ნაწილი შეესრულებინა და „ქართული ქარტიის“ მიზანია, 15 დეკემბერს დაწყებული ევროინტეგრაციის გზა არ შეჩერდეს.

„ქარტიის მიზანი იყო, დაგვენახა, რისი გაკეთება შეიძლებოდა იმისთვის, რომ 15 დეკემბერს დაწყებული ევროინტეგრაციის გზა არ შეჩერებულიყო და ჩვენთვის, როგორც უკრაინისთვის და მოლდოვისთვის, წლის ბოლოს მოლაპარაკებები გახსნილიყო. ჩემთვის ნათელი იყო, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების მიუხედავად მმართველი პარტია არ აპირებდა ამ ცხრა ნაბიჯის თუნდაც ნაწილი შეესრულებინა.

როდესაც 7 თებერვალს ქარტიაზე კონსულტაციები დავიწყე, მე მმართველ პარტიას და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს მაინც მივმართე, ჩართულიყვნენ თუ ამის სურვილი ექნებოდათ, რადგან მისგან პასუხი არ მიმიღია, შემდეგ მივმართე ახალ დანიშნულ თავმჯდომარეს, რომელიც დღეს შერბილებას თამაშობს, ვითომ „რუსული კანონის“ წინააღმდეგი იყო და დღეს უცხოელებთან ამ როლშია, თითქოს სხვებისგან ცოტა განსხვავებულია. არ ვიცი ეს სანქციების თემას უკავშირდება თუ არა, მაგრამ არც მისგან მიმიღია რაიმე პასუხი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."