ანდრიუს კუბილიუსი ღარიბაშვილის განცხადებაზე - ვინ არ არის მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ქართველი ხალხი თუ „ქართული ოცნება“? - პასუხი ნათელია

ნანახია: 56
სრული ინფორმაცია

კონკრეტულად ვინ არ არის მზად: ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ქართველი ხალხი თუ პარტია „ქართული ოცნება“? პასუხი ნათელია, - ასე ეხმაურება ევროპარამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად არაა.

„დეკემბერში ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იზეიმა და მას გამარჯვება უწოდა. 4 თვის შემდეგ ის ამბობს, რომ საქარრთველო მზად არ არის. კონკრეტულად ვინ არ არის მზად: ქართველი ხალხი თუ პარტია „ქართული ოცნება“? პასუხი ნათელია - „ქართული ოცნება“ რუსული სტილის კანონებს აწესებს, პროევროპელი ხალხი კი ქუჩებში აპროტესტებს“, - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ X-ზე.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად არაა.

„დღეს ქვეყანა ვერ გახდება, დღეს არ ვართ მზად, რომ გავხდეთ [ევროკავშირის] წევრი ქვეყანა, ხომ ასეა, ხომ მეთანხმებით? არ არის კონსენსუსი იმაზე, რომ დღესვე შეიძლება გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი, მითუმეტეს ახლა, ამდენი პრობლემებია და იცით, რომ დრო დასჭირდება ამას“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."