ილია დარჩიაშვილი კითხვაზე, ინფორმირებული იყო თუ არა სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტზე - მან სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ეს არის დღეს მოცემულობა

ნანახია: 145
სრული ინფორმაცია

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანში ვიზიტი უკვე დაგეგმილი აქვს.

ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას, იცოდა თუ არა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტის შესახებ და თუ იგეგმება მასთან შეხვედრა.

"პრეზიდენტი (ილჰამ ალიევი) ჩამობრძანდა საქართველოში, მან სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ეს არის დღეს მოცემულობა. ეს ურთიერთობები გაგრძელდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრს აზერბაიჯანში მომავალი ვიზიტი უკვე დაგეგმილი აქვს. ეს არის ის დინამიკა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით 2 ქვეყნის ლიდერს შორის, რომლებიც საუბრობენ, თუ როგორ გააძლიერონ და გააღრმაონ ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული სტრატეგიული და უმნიშვნელოვანესი ურთიერთობები", - განაცხადა დარჩიაშვილმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."