ირაკლი კობახიძე ოპოზიციას - თუ ვინმე უცხოელი აგენტი არ არის, გამორიცხულია, მხარი დაუჭიროთ - თავად უცხოელი აგენტები ხართ! - მუდმივად ცდილობთ გახვიდეთ კონსტიტუციის ჩარჩოებიდან, რის საშუალებასაც არ მოგცემთ

ნანახია: 260
სრული ინფორმაცია

ერთადერთი, ვისაც თქვენ ისეთ თანამდებობებზე, როგორიცაა: ცესკოს თავმჯდომარე, სახალხო დამცველი თუ სხვა, შეიძლება მხარი დაუჭიროთ, უცხოელი აგენტები არიან - თუ ვინმე უცხოელი აგენტი არ არის, გამორიცხულია, რომ მხარი დაუჭიროთ - თავად უცხოელი აგენტები ხართ და ერთადერთი, ვისაც მხარს უჭერთ, თქვენნაირი სხვა უცხოელი აგენტებია! - ეს განცხადება ოპოზიციის მისამართით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

აღნიშნული განცხადებით ოპოზიციას კობახიძემ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვის დროს უპასუხა.

კობახიძე იმასაც ამბობს, რომ კონსენსუსი ის პრინციპი არ არის, რითაც პარლამენტში თანამდებობის პირები უნდა ირჩეოდნენ.

„ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე და ორი წევრი სათანადო ვადით იმიტომ არ არიან არჩეული, რომ მათ ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა ყველა არჩევნები სათანადოდ ჩაატარეს. ოპოზიციის მხრიდან მათ მიმართ ნული კრიტიკა იყო, მაგრამ მხარი მაინც არ დაუჭირეს. საერთოდ, რა კონსენსუსზეა საუბარი? აქედან გამომდინარე, ჩვენ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ და არავის მივცეთ საშუალება იმისა, რომ ცესკო, როგორც ეფექტიანი ინსტიტუტი, ვერ შედგეს, რაც თქვენი ინტერესის საგანია. მუდმივად ცდილობთ გახვიდეთ კონსტიტუციის ჩარჩოებიდან და ინსტიტუტები გაიყვანოთ, რის საშუალებასაც არ მოგცემთ!“ - მიმართა ოპოზიციას ირაკლი კობახიძემ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."