ანა ნაცვლიშვილი „ქართულ ოცნებას“ - არ გამოვა ფარცხალაძის საქმის ჩაფარცხვა, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს თქვენთვის - აქ სუს-ის ხელმძღვანელი უნდა იდგეს და ან გადადგომის განცხადებას გვაბარებდეს, ან ხსნიდეს, რაშია საქმე

ნანახია: 156
სრული ინფორმაცია

არ გამოვა ფარცხალაძის საქმის ჩაფარცხვა, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ეს საკითხი თქვენთვის - აქ უნდა იდგეს სუს-ის ხელმძღვანელი და ან გადადგომის განცხადებას გვაბარებდეს, ან ხსნიდეს, რაშია საქმე, სძინავთ თუ თანამონაწილეობენ „კაგებესთან“ ერთად საქართველოში გავლენების მოხდენაში,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ნაცვლიშვილის შეფასებით, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების თავზარდამცემმა ამბავმა „ქართული ოცნება“ იმ კალაპოტიდანაც კი ამოაგდო, რომელშიც აქამდე თავს ხელოვნურად იმაგრებდა.

„მსგავს ამბებზე აქამდე იმას მაინც ამბობდით, რომ გამოძიება დაიწყება და გამოძიებას დაელოდეთო, ახლა გამოძიება დაიწყებაო, ამასაც კი არ ამბობთ, პირდაპირ, უაპელაციოდ „კაგებეს“ აგენტს იცავთ. აგენტები აგენტებს იცავენ, ასეთია ზოგადად დაუწერელი კანონი და ამ კუთხით ერთგულება დაგიფასდებათ გგონიათ, მაგრამ თქვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ხართ, იმიტომ, რომ არ გეგონოთ, რომ ამ ქვეყნის ნაძარცვი ფულით შეძლებთ, რომ დატოვოთ ეს ქვეყანა და მერე მშვიდად იცხოვროთ ევროპაში ან ამერიკაში - არ გამოვა ეს! ამის იმედად ნუ იქნებით! ისე, ძალიან მაინტერესებს უსაფრთხოების სამსახურის დაბარებას თუ აპირებს კომიტეტი, რომელსაც ამის უფლებამოსილება აქვს? მახსოვს ძალიან კარგად, ამ მოწვევის პარლამენტმა სუს-ს გაუზარდა უფლებამოსილებები თვალთვალის, მოსმენისა და მიყურადების ნაწილში და მაშინ არგუმენტი იყო, რომ მძიმე დანაშაულებსა და ქვეყნის ინტერესების დანგრევას ვერ ებრძვისო სუს-ი და მეტი უფლებამოსილებები სჭირდებაო. თქვენ მიეცით ამ კანონს ხმა! ამისთვის მიეცით, რომ ეძინოს უსაფრთხოების სამსახურს? აქ უნდა იდგეს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და ან გადადგომის განცხადებას გვაბარებდეს ან ხსნიდეს რაშია საქმე, სძინავთ თუ თანამონაწილეობენ „კაგებესთან“ ერთად საქართველოში გავლენების მოხდენაში. მაგრამ, როგორც ჩანს, არ გაქვთ გამბედაობა, რომ ეს ამბავი მოიკითხოთ და არც გსურთ, იმიტომ, რომ საკუთარ კუდს ხომ არ დასჯით, საკუთარ თავებს ხომ არ დასჯით. ეს სქემა მაინც გაიშიფრება, არ გქონდეთ მოლოდინი, რომ ვინმეს თანამონაწილეობა და ვინმეს თანამზრახველობა ღალატში დაიფარება“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."