მიხეილ სააკაშვილი - ღარიბაშვილის მიერ ბორელთან ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების შინაარსია: „რუსეთის დავალებით ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რათა არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი”

ნანახია: 213
სრული ინფორმაცია

ღარიბაშვილის მიერ ბორელთან საერთო ბრიფინგის დროს გაკეთებული განცხადების შინაარსი არის შემდეგი: „რუსეთის დავალებით ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რათა არ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი”, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიზანია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების შვილებმა დასავლურ უნივერსიტეტებში ისწავლონ, ხოლო ქართველ ახალგაზრდებს ალტერნატივად რუსულ უნივერსიტეტები შესთავაზეს.

„მიზანი ზუსტად ესაა: მან და მისმა შვილმა კერძო თვითმფრინავით იფრინონ ამერიკულ უნივერსიტეტებში და დანარჩენ ქართველ ახალგაზრდებს ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა სრულად შეუზღუდოს.

ალტერნატივაც უკვე შემოგვთავაზეს - რუსულ უნივერსიტეტებში ქართველებისთვის სწავლა უფასო გახდა”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ამასთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში სამძიმარს უცხადებს გურიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."