ხატია დეკანოიძე - მე, ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ვყოფილვარ, მიმაჩნია, რომ საქართველოში ყველა მეორე ქალი ძალადობის მსხვერპლია

ნანახია: 265
სრული ინფორმაცია

მე, ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ვყოფილვარ, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობისაც, მიმაჩნია, რომ საქართველოში ყველა მეორე ქალი ძალადობის მსხვერპლია,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქალების კვლა უმძიმესი დანაშაულია და ამ საკითხზე ხმა სწორედ კაცებმა უნდა ამოიღონ.

“ვიდრე მხოლოდ ქალები ვსაუბრობთ ამ თემაზე, ეს დარჩება იმ სტატისტიკურ და ერთი დღით შემაშფოთებელ მოვლენად, რომლის დროსაც გავიგებთ გამხეცებული კაცების მიერ ჩადენილ მორიგ დანაშაულს. ამიტომ ამაზე უნდა ისაუბროს ყველამ. ეს უნდა იყოს ყველას პრობლემა და ეს უნდა იყოს კაცების პრობლემა. მინდა მივმართო კაცებს და არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, რომ ქალების კვლა არის უმძიმეს დანაშაული, რომელზეც სწორედ კაცებმა უნდა ამოიღონ ხმა. მოვუწოდებ, განსაკუთრებით პოლიტიკოს კაცებს, ამოიღონ ხმა და მყარად დადგნენ იქ, სადაც უნდა იყოს დემოკრატიული საზოგადოების ყველა წევრი”,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."