,, მინდა, მადლობა გადავუხადო ხალხს ნდობისთვის - ჩვენ შევქმნით ახალ გუნდს", -ალან გაგლოევი

ნანახია: 353
სრული ინფორმაცია

სიამაყის გრძნობა მაქვს იმის გამო, რომ ხალხმა გამოხატა თავისი აზრი და ანატოლი ილიჩმა აღიარა არჩევნების შედეგები. მინდა, მადლობა გადავუხადო ხალხს მხარდაჭერისა და ნდობისთვის, - ამის შესახებ ალან გაგლოევმა განაცხადა, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ლიდერობს.

„ჩვენ შევქმნით ახალ გუნდს“, - აღნიშნა გაგლოევმა.

ცნობისათვის, გუშინ ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური გაიმართა. ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, დათვლილია ხმების 85%-ზე მეტი და ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ხმების 53.67%-ით ალან გაგლოევი ლიდერობს, ე.წ. „მოქმედ პრეზიდენტს“, ანატოლი ბიბილოვს კი „ამომრჩევლების“ 41.3%-მა დაუჭირა მხარი.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."