საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უვადო შიმშილობას იწყებს.

ნანახია: 346
სრული ინფორმაცია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უვადო შიმშილობას იწყებს.

როგორც სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა, მისი შიმშილობა იქნება რეაქცია მის მიმართ რეჟიმის მოპყრობაზე.

„ვაცხადებ დღეიდან უვადო შიმშილობას, სრულს და ეს შიმშილობა არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩვენს ხალხს. ჩემი ჯანმრთელობა მეასეხარისხოვანია. მივიღე ჩემი ჰოლანდიელი ინტერნისტიგან წერილი ამასთან დაკავშირებით და ის მწერს: "კატეგორიულად გამორიცხულია განმეორებითი შიმშილობა". ეს გამოიწვევს თქვენი უკვე დასუსტებული ჯანმრთელობის ფონზე, განმეორებით და უფრო ძლიერ სტრესს, მეტაბოლიზმის, ელექტროლიტების, ფერმენტებისა და ჰორმონალური ცვლის მოშლას, რაც თავის მხრივ ქსოვილურ და უჯრედულ დონეზე ისეთ დარღვევებს გამოიწვევს, რასაც შეუქცევადი და ლეტალური შედეგი მოჰყვება. მე მივდივარ ამაზე. ნახოს ყველამ, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული, ნახოს ყველამ, რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნის უფრო მაღლა დაყენება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."