გია ვოლსკი დავით კირკიტაძეზე - ფაქტია, რომ მან დანაშაული ჩაიდინა და ამ დანაშაულს გარკვეული რეაგირება უნდა მოჰყვეს

ნანახია: 424
სრული ინფორმაცია

დამერწმუნეთ, ფიზიკური ძალადობა მეც რომ ჩავიდინო, გამოძიება ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე ჩემს მიმართაც დაიწყება, - ეს განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, დეპუტატ დავით კირკიტაძის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნასთან დაკავშირებით გააკეთა.

ვოლსკის მტკიცებით, საქმის აღძვრა რუსთავში დაგეგმილ პარლამენტის შუალედურ არჩევნებს არ უკავშირდება და “მასში არავითარი პოლიტიკური მიზანი არ დევს“. მისივე თქმით, “არსებობს დანაშაული, საგამოძიებო ვადები და ჩადენილ დანაშაულზე პასუხისგების აუცილებლობა“.

“ფაქტია, რომ ადგილი ჰქონდა ძალადობასა და ანგიშისწორებას საკმაოდ უხეშ ფორმებში. მახსოვს, დავით კირკიტაძემ თავი გამოიჩინა ავტობუსის მძღოლზე, პოლიციელზე თავდასხმითაც. იყო დაკავებული და შემდეგ ვადამდე გაათავისუფლეს. მის მიმართ და არც არავის მიმართ ჩასაფრებითი დამოკიდებულება არასდროს ყოფილა - ფაქტია, რომ მან დანაშაული ჩაიდინა და ამ დანაშაულს გარკვეული რეაგირება უნდა მოჰყვეს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ვოლსკიმ ისიც აღნიშნა, რომ “ის რაც დღეს პოლიტიკურ ისტებლიშმენტს ახასიათებს არის ძალიან მწვავე დაპირისპირება და ყველა საკითხის პოლიტიზირება“.

საქართველოს პროკურატურამ რუსთავში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირების, მათ შორის, პარლამენტის წევრის დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროკურატურა დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."