ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთის წინააღმდეგ - ექიმს სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეაქვს

ნანახია: 549
სრული ინფორმაცია

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეაქვს. სარჩელზე ცენტრი ემპათია მუშაობს.

ექიმის თქმით, მისი მიზანია, მსოფლიოს რუსეთის ოკუპაცია კიდევ ერთხელ დაანახოს. მისივე თქმით, კომპენსაციას მნიშვნელობა არ აქვს. 

"რა ფორმულირება იქნება, რა კომპენსაციის მოთხოვნა იქნება, ეს მეორეხარისხოვანია, თუნდაც ერთ ლარზე იყოს ლაპარაკი, მთავარია პრინციპი, რომ რუსეთი არის საქართველოს 20% -ის ოკუპანტი და სამწუხაროდ, ეს მატულობს და სასჯელი თუ არა, კიდევ ერთხელ მოხდეს იმის დადასტურება, რომ საქართველო იმყოფება რუსეთის ბულინგის ქვეშ". – ამბობს გაფრინდაშვილი ტელეკომპანია მთავარ არხთან. 

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 2019 წლის 9 ნოემბერს ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს.

მისი გათავისუფლება 28 დეკემბერს მოხერხდა. გაფრინდაშვილს არ ათავისუფლებდნენ, რადგან უარს ამბობდა "დანაშაულის" აღიარებაზე. გაფრინდაშვილი ამბობდა, რომ მას არავითარი საზღვარი არ გადაუკვეთია და საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

ფოტო; ფორმულა


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."