მარიამ ჯიშკარიანი სააკაშვილზე - წინასწარი შედეგებით, დასტურდება პოსტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი, რაც კავშირშია ციხეში და სისტემაში წამების ფაქტთან

ნანახია: 539
სრული ინფორმაცია

ცენტრ „ემპათიას“ დირექტორის, მარიამ ჯიშკარიანის შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს არ აღენიშნება ისეთი ფსიქიკური აშლილობა, რომ ხვალინდელ სასამართლო პროცესზე ვერ წარდგეს.

როგორც მან გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი სტაციონარულ მულტიდისციპლინურ მკურნალობა - რეაბილიტაციას საჭიროებს.

„წინასწარი შედეგებით, რაც შეგვიძლია გითხრათ, დასტურდება პოსტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი, რაც კავშირში იმყოფება ციხეში და სისტემაში წამების ფაქტთან, ასევე არის ნევროლოგიური სიმპტომატიკა. იცით, რომ ენცეფალოპათიაზეა საუბარი, რომელიც შიმშილობის შედეგი გახლავთ. პაციენტი საჭიროებს სტაციონალურ მულტიდისციპლინურ მკურნალობა-რეაბილიტაციას. სასამართლო პროცესზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, მას ისეთი ფსიქიკური აშლილობა არ აღენიშნება, რომ სასამართლო პროცესზე ვერ წარდგეს. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თვითონ იღებს“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს არის ჩანიშნული. ამ დროისთვის უცნობია, მისცემს თუ არა პენიტენციური დაწესებულება სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების შესაძლებლობას.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."