CENN აცხადებს 9 თვიან ბლოგების კონკურსს თემაზე - სოციალური და მწვანე მეწარმეობა.

ნანახია: 485
სრული ინფორმაცია

აპრილის თვის ბლოგების კონკურსზე აპლიკაციების მიღება გრძელდება 30 აპრილამდე!
🚀 როგორ საუბრობენ მეწარმეები? 🚀
➡️ გადადი ბმულზე და ატვირთე შენი ბლოგი 30 აპრილამდე: https://forms.gle/fWhwVFQPji4cWW9A7
როგორი უნდა იყოს ბლოგი?
✅ გამართული და მარტივი ენით დაწერილი;
✅ კარგად სტრუქტურირებული;
✅ არ უნდა აჭარბებდეს 700 სიტყვას;
✅ უნდა შეიცავდეს მინიმუმ 5, მეწარმეობასთან ასოცირებული ტერმინოლოგიის გასაგებ ენაზე განმარტებებს;
✅ უნდა იყოს არგუმენტირებული და მითითებულ ფაქტებს თან უნდა ერთვოდეს წყაროები.
გამარჯვებული ავტორებს ბლოგები გამოქვეყნდება აპრილის თვეში.
წარმატებებს გისურვებთ! 🥳
📙 ბლოგების კონკურსის შესახებ 📗
CENN, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გორის, ახმეტისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისათვის აცხადებს 9 თვიან ბლოგების კონკურსს თემაზე - სოციალური და მწვანე მეწარმეობა.
კონკურსის ფარგლებში, ყოველი თვის 1-ლ რიცხვში გამოცხადდება თვის ბლოგის თემა, მონაწილეებს კი 20 რიცხვამდე ექნებათ დრო, ატვირთონ გამოცხაედბული თემის გარშემო ერთი ბლოგი.

ყოველი თვის ბოლოს, სამივე მუნიციპალიტეტიდან გამოვლინდება თითო გამარჯვებული ავტორი, რომელთა ბლოგები აიტვირთება CENN-ის მეწარმეების ბლოგის პლატფორმაზე და გაზიარდება CENN-ის სოციალური გვერდების საშუალებით. ამ სამი გამარჯვებულიდან საუკეთესოს კი გადაეცემა სპეციალური პრიზი.

ბლოგების კონკურსი აქტიური იქნება 8 თვის განმავლობაში (მარტი - ოქტომბერი 2021). ნოემბერში კი ჩატარდება კონკურსის დასკვნითი ეტაპი, რის ფარგლებშიც, 8 საუკეთესო ავტორი ერთი თემის გარშემო შექმნის ბლოგს და ფინალისტობისათვის შეეჯიბრება ერთმანეთს. დასკვნითი ეტაპის გამარჯვებულ ავტორს, რომელიც გამოვლინდება 2021 წლის დეკემბერში, დაუფინანსდება პროფესიული ბლოგის შექმნა და გადაეცემა პლანშეტი.

ბლოგების კონკურსი მიმდინარეობს ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის "EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან KRDF და Green Lane (სომხეთი) ერთად.

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."