ბოლნისის სკოლებში სწავლება დისტანციურად გაგრძელდება

ნანახია: 497
სრული ინფორმაცია

დისტანციური სწავლების რეჟიმი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლებში შენარჩუნდება. ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლების მენეჯერები ავრცელებენ მათი თქმით, 18 იანვრიდან ქალაქის მსგავსად, სოფლის სკოლებიც ონალინრეჟიმში გააგრძელებენ სასწავლო პროცესს. 

ბოლნისის გარდა, სწავლა დისტანციურად დაიწყება საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში. თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, გარდაბანსა და აჭარის რეგიონში.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, „ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, სამინისტრომ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით. გარდა ამისა, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს განათლების სამინისტრო სისტემატიურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს,“

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, „ტელესკოლის“ მეორე სემესტრის საგაკვეთილო პროცესიც განახლდება 18 იანვარს 09:00 საათიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."