"კრედო ბანკი" "ფინკას" ყიდულობს

ნანახია: 472
სრული ინფორმაცია

"კრედო ბანკმა" შესაძლოა, "ფინკა ბანკი საქართველო" იყიდოს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული.

"ბიზნესპრესნიუსი" სებ-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონსა და „ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში 2020 წელს განხორციელებული ცვლილებებით დაზუსტდა ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები კონკურენციის პოლიტიკის განხორციელების პროცესში. ამავე ცვლილებებით განისაზღვრა ეროვნული ბანკის ვალდებულება 2021 წლის პირველ ივნისამდე შეემუშავებინა კონკურენციის პოლიტიკა მის რეგულირებას დაქვემდებარებული სუბიექტებისათვის. შედეგად, ეროვნულმა ბანკმა დაამტკიცა აქტები, რაც უფრო გამჭვირვალეს გახდის ეროვნული ბანკის მიერ კონკურენციასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს. კერძოდ, ეროვნული ბანკი იწყებს კონცენტრაციაზე (როცა ერთი რეგულირებული პირის მიერ ხდება მეორე რეგულირებული პირის შეძენა) მიღებული განაცხადების, ასევე ასეთი ტრანზაქციების კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობაზე ან კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების (ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვით) ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას.

ამჯერად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, სს "კრედო ბანკის" მომართვის საფუძველზე, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სს "კრედო ბანკის" მიერ სს "ფინკა ბანკი საქართველოს" აქციების 100%-ის შეძენის ტრანზაქციის (კონცენტრაციის) კონკურენტულ გარემოსთან შეფასების შესახებ.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ დაგეგმილი ტრანზაქციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ მოსაზრებები წარმოადგინონ 2021 წლის 28 ივნისის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: concentration@nbg.gov.ge

აქვე გაცნობებთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის თაობაზე გადაწყვეტილება გამოქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში",- აღნიშნულია განცხადებაში.

წყარო: bpn


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."