ნათია თურნავა: არ გამოვრიცხავთ, რომ ბაზრობების გახსნის თარიღმა გადმოიწიოს

ნანახია: 41
სრული ინფორმაცია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ ბაზრობები უფრო ადრე გაიხსნას, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.

"ბაზრობების ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან განვიხილავთ ურთიერთმისაღებ შესაძლებლობებს და არ გამოვრიცხავთ, რომ ერთი კვირის თავზე, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ტენდენცია გაგრძელდება სტაბილურად, მივიღოთ ბაზრობებისთვის უფრო ოპტიმისტური გადაწყვეტილება და მათი გახსნის თარიღმა, დასახელებული 15 თებერვლის ნაცვლად, გადმოიწიოს უფრო ახლოს, მაგრამ დღეს, ჯერჯერობით, ამას დარწმუნებით, ვერ ვიტყვით", — განაცხადა თურნავამ.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს განცხადება მინისტრმა მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ღია და დახურული ბაზრობების ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ გააკეთა. უწყებაში ამბობენ, რომ შეხვედრაზე განიხილეს და სექტორის წარმომადგენლებს აუხსნეს ის მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზეც მთლიანად გუნდი, ეპიდემიოლოგებთან ერთად აფასებს ვითარებას და იღებს გადაწყვეტილებას.

"ჩვენ ერთი კვირის შემდეგ დავუბრუნდებით საკითხის განხილვას, ასე რომ, მათთვის პერსპექტივა არის საკმაოდ კეთილსაიმედო, თუ, რა თქმა უნდა, ამ მომდევნო დღეებში არ მოხდა ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრი გაუარესება", — აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, მთავრობას კარგად ესმის ბაზრობების წარმომადგენლების პრობლემები და ყველაფერს ითვალისწინებენ, "თუმცა პრიორიტეტი მაინც ეპიდემიის მართვაა"


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."