ბაჩალიაშვილის საქმის მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციაზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ნანახია: 450
სრული ინფორმაცია

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციაზე გამოძიება მიმდინარეობს,- აცხადებს საქართველოს პროკურატურა.

უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მოქალაქე გ.თ.-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მასთან მცხოვრებ ნათესავ გოგონას მ.შ.-ს, რომელიც ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარე მეურვეობას საჭიროებს და მასთან ცხოვრობს, სისტემატიური სატელეფონო ურთიერთობა აქვს თამარ ბაჩალიაშვილის დედასთან, თეონა თამაზაშვილთან და მის ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან, რომლებსაც მცდარ ინფორმაციას აწვდის იმის შესახებ, რომ თითქოს იგი თამარ ბაჩალიაშვილს იცნობდა და მისი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციას ფლობს.

"გ.თ.-ს ჩვენებით აღნიშნული რეალობას არ შეესაბამება და მ.შ.-ს წარმოსახვისა და ფანტაზიის ნაყოფი უნდა იყოს. აღნიშნული, ასევე, დაადასტურა მოწმის სახით გამოკითხულმა მ.შ.-ს ბიძამ ს.ჯ.-მ", — აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე თქმით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება სსკ-ის 369 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება პროკურატურამ 17 დეკემბერს შეწყვიტა. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობდა.უწყებაში განაცხადეს, რომ მის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა.  ოჯახის წევრების განცხადებით, ის საკუთარი მანქანით ქვემო ფონიჭალიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. გაუჩინარებიდან 5 დღიანი ძებნის შემდეგ, ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მანქანა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მაგისტრალიდან 100-200-მდე მეტრის დაშორებით, ბუჩქნარში იყო გაჩერებული


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."